გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოდის ინიციატივით, უკრაინას მიენიჭოს „ასოცირებული წევრის“ სტატუსი ევროკავშირის ინსტიტუტებში, როგორც შუალედური ნაბიჯი გაწევრების გზაზე.
მისი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს შეთანხმების მიღწევას რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ომის დასასრულებლად.
მერცის სურვილი მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც Reuters-მა და Euractiv-მა მოიპოვეს გერმანიის კანცვლერის წერილი, რომელიც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და კვიპროსის ლიდერ ნიკოს ქრისტოდულედესს (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს) მისწერა.
ამავე წერილში, მერცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „პოლიტიკური ვალდებულების“ აღებას სთავაზობს, რომ ურთიერთდახმარების პუნქტი უკრაინაზეც გავრცელდეს, „რათა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია შეიქმნას“.
„ჩემი წინადადება უკრაინის კონკრეტულ ვითარებას ასახავს, რომელიც ომშია. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია მერცის წერილში.