მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

Published on

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს:
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართვის მნიშვნელობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც ბავშვებს და მოზარდებს ყოველ დღეს ართმევს ჯანმრთელობას და ამოკლებს მათ სიცოცხლეს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 – მდე პაციენტია.
თანამედროვე მედიკამენტები მათთვის არ წარმოადგენს ფუფუნებას — ეს არის შანსი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მოძრაობის უნარის შენარჩუნებისთვის, ტკივილის შემცირებისთვის და ოჯახებისთვის იმედის მისაცემად.
ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ჩვენი გადასახადებით მობილიზებული რესურსი მოხმარდეს სწორედ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
უზრუნველყოს დიუშენის დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დროული დაფინანსება და ხელმისაწვდომობა;
შექმნას იშვიათი დაავადებების ეროვნული მხარდაჭერის მდგრადი პროგრამა;
გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობა და პრიორიტეტად განსაზღვროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა;
ჩვენ გვჯერა, რომ ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა სწორედ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს ანიჭებს უმაღლეს ღირებულებას.
სიცოცხლე არ არის ზედმეტი ხარჯი. სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობაა” – წერია პეტიციაში

სიახლეები

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...