მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება-...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

Published on

“სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული ვარ ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იმიტომ რომ ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო, ისჯება თავისი ხალხის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ ის გგდ-ს თანამშრომლებს მოუწოდებდა, რომ სისხლი არ დაეღვარათ და არ დაესისხლიანებინათ ახალგაზრდები და ამის გამო ჰპირდებოდა ჯილდოს. დამხობას, რაც შეეხება ყველგან ამბობდა, მშვიდობიანი დამხობა… მშვიდობიანი დამხობა ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც გამოდის 200 000 – 300 000 უკმაყოფილო ადამიანი მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადადგეს და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ყველა 4 ოქტომბერს ითხოვდა სამართლიან არჩევნებს. დანარჩენი იმას უნდომლად ქვეყნისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა და გაბედონ და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები” – ამბობს ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე ხაბეიშვილი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...