მთავარისიახლეებიპოლიტიკამართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური- ივანიშვილი

მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური- ივანიშვილი

Published on

„გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო,“ – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ პირველ არხის გადაცემა აქტუალურ თემაში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ყოფილ პრემიერზე, გიორგი კვირიკაშვილზე, ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ დატოვა კვირიკაშვილმა თანამდებობა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას მართვა აღარ შეეძლო. „მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან, ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის ქმედებებით ხშირად ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო და ბიზნესის ინტერესებს შორის. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ იმ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც უკვე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის მაშინდელი წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მისამართით მძიმე კითხვები დაისვა.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...