მთავარისიახლეებისაზოგადოებამოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

Published on

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება – ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან გააკეთეს
“აქ ვართ წარმოდგენილი მოძრაობა პროტესტ-ში, რომელიც აერთიანებს ქალებს, ვინც ამ რეპრესიული რეჟიმის მიერ დაპატიმრებულები ვიყავით და გარკვეული დროის ციხეში გატარება მოგვიწია. დღეს გვინდა განვაცხადოთ, რომ არაფერი გვაიძულებს, შევწყვიტოთ ჩვენი ბრძოლა, რომლის უმნიშვნელოვანეს ეტაპად მივიჩნევთ 26 მაისის აქციას. პროტესტს სჭირდება ახალი ძალით გაცოცხლება. ვეთანხმებით ორგანიზატორებს, ოპოზიციურ ალიანსს, რომ გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია და ახლა ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს – ტესტი რაოდენობით! უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და დაგვინახონ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც! დავინახოთ ერთმანეთიც და ერთად ყველას ვუთხრათ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ უმრავლესობა ვართ, ჩვენ არ გვეშინია და სამშობლოს დათმობას მოძალადე რეჟიმისთვის არ ვაპირებთ!
26 მაისს, 7 საათზე, მსვლელობა უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე!
ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – ნათქვამია მათ განცხადებაში

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...