მთავარისიახლეებისაზოგადოებაTV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

Published on

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტში ერთი წლით მუშაობის აკრძალვას გამოეხმაურა.

მარკეტა გრეგოროვა განმარტავს, რომ პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები ინტერვიუებს უნებართვოდ იღებდნენ, რითაც ევროპარლამენტში არსებული მედიის ქცევის წესებს არღვევდა.

ევროდეპუტატმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ის აღნიშნულმა მედიებმა თანხმობის გარეშე ჩაწერეს და უყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ სურდა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ “ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა”.

მე არ მაქვს ოფიციალური დადასტურება ევროპარლამენტის შესაბამისი სამსახურებიდან იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2” და PosTV-ი დასანქცირდნენ, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ მოხარული ვარ, რომ წესები ყველაზე ვრცელდება.

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს თავიდანვე არაფერი ესაქმებოდათ ევროპარლამენტის შენობაში. მეორე მხრივ კი, ისინი არ იცავდნენ საპარლამენტო წესებს, რაც ჩაწერისთვის წინასწარ თანხმობას გულისხმობს.

პირადად მე ჩამწერეს ჩემი თანხმობის გარეშე, როდესაც სხვა ტელევიზიასთან, ჩეხურ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუ. მიყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ მსურდა არა იმიტომ, თუ ვინ იყვნენ ისინი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დრო არ მქონდა მათთან სასაუბროდ. ამის შემდეგ კი საქართველოში ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია აგორდა.

ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, თუ წესები აღსრულდა,” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული “იმედი” აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მათ ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა.

ამასთან, როგორც ირკვევა, ვროპარლამენტისგან გაფრთხილება მიიღო კიდევ ორმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია სამ სამტავრობო არხს- “იმედს”, “რუსთავი 2-სა” და “პოსტივის” არ მისცა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...