მთავარისიახლეებისაზოგადოებასასახლის ღობის საქმე - დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

Published on

სასახლის ღობის საქმე – სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.

დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. შემდეგ კი დაცვის მხარე ისარგებლებს ამავე უფლებით.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დასკვნითი სიტყვა მრავალფეროვანი იქნება, რათა დაამტკიცონ ის გარემოება, რომ ბრადლდების მხარემ ბრამდებულების წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

ისინი ასევე ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

გვაქვს განცდა იმის, რომ ამ სასამრთლო პროცესზე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, სამწუხაროდ, ეს სამწუხაროდ არა მხოლოდ ბრალდებულებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობს. შეუძლებელია იმ ქევყანაში ცხოვრება, როდესაც სასამართლოს მართავს ერთი პოლიტიკური ჯგუფი და ერთი ადამიანი. აქ მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტებს, მტკიცებულებებს, მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკურ მისიას, რაც აქვს დასახული “ქართულ ოცნებას“. ეს მტკიცებულებები, რაც აქვთ წარდგენილი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლონ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

 

ფოტო : ipn.ge

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...