მთავარისიახლეებიერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

Published on

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს. სომხეთი ლიდერობას იღებს და ვფიქრობ, მომავალში ქართველებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს და პრორუსული ძალები ვერ შეძლებენ ქვეყნის უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას.

მთავარი გადაწყვეტილების მიმღები თავად ქართველი ხალხია. ამიტომ, მოთმინება გვჭირდება. დღეს რეალობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს მუდამ არ გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერის შინაგანი სული – მიუხედავად რეპრესიებისა და ყველაფრისა. მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ის შეცდომები რაც დაშვებული იქნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო – ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის. უნგრელებს 16 წელი დასჭირდათ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად და იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ადრე ორბანს აძლევდნენ ხმას.

ერთ ან ორ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ გზა, დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და რეალობას თვალი გავუსწოროთ. არ უნდა დავთმოთ ის, რისიც გვჯერა. სწორედ ასე ვხედავ საქართველოში ხალხს – ისინი კვლავ იბრძვიან და მომავალის იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ეს მარტივი პროცესი არ არის. გარედან არავინ მოვა რეჟიმის შესაცვლელად. ვითარების შეცვლა მხოლოდ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია.

განუცხადა ევროპარლამენტარმა და საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა, რასა იუკნევიჩიანემ, “ევროსკოპს”.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...