მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

Published on

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს – სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და გდდ-ს ყოფილ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.

საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ.

ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
“პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს- ჰერჩინსკი

ჩვენ საქართველოს ველით - სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი...

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...