მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას - ჰერჩინსკი

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

Published on

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ჰერჩნსკის თქმით, “ოცნების” მხრიდან გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც ელჩის შეფასებით , კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად – განაცხადა ჰერჩნსკი.

მან საზოგადოებას ქართულად მიმართა.

„დღეს ევროპის დღეა! ამ დღეს ვზეიმობთ ევროპის ერთიანობას და ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან, თქვენთან. დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა – რა არის ევროპა – ნება მომეცით გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ, თქვენ საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას.

თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე – „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად.

ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი, თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით. წინ, საქართველო, წინ!”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...