მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა

Published on

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა. “ორი დღის წინ დამირეკა ციხიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, ბიჭმა რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იმყოფება… (2 წელი)
თავდაპირველად მითხრა რომ იმედია არ გამაკრიტიკებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ არ გავაკრიტიკებდი მის არცერთ ნაბიჯსფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა!
არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს.
ქართული ოცნების წევრები არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ “ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ” ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა.
გაათავისუფლეთ ფრიდონ ბუბუტეიშვილი და ნუ გაატარებინებთ ამ ბიჭს კიდევ 3 წელს ციხეში.
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳
ქართველი ხალხის სულიერი კეთილდღეობა და მათი სიმშვიდე გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ განხეთქილების დასრულების დასაწყისად ითხოვეთ და მოუწოდეთ ქართულ ოცნებას უპასუხონ ფრიდონ ბუბუტეიშვილის ნაბიჯს და მოაწერონ შეწყალების აქტს ხელი. საჭიროების შემთხვევაში თავად შემიძლია გავესაუბრო საპატრიარქოს წარმომადგენელს ამ საქმის დეტალური შესწავლისთვის.”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი რომელაშვილი.ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას მოსამართლე ზვიად შარაძემ 2025 წლის 20 იანვარს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – ​187-ე მუხლის პირველი ნაწილი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია [ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა] და 353-ე პრიმა – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე [ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა]. ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...