მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

Published on

“მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს ეკლესიას დაეტოვებინა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი, აწ უკვე მოსაყდრე. როგორც ჩანს რუსეთმა, თავის ტროას ცხენი, უფრო ახლოს შეუშვა საპატრიარქოში და მოსაყდრედ დანიშნა, ამიტომაც მოხდა ის, რომ საქართველოს ეკლესია არ წავიდა კრეტის კრებაზე, მოსაყდრე შიოს, მიტროპოლიტ თეოდორე და გერასიმეს დიდი მონდომებით. ასევე მოსაყდრის საპატრიარქო კანდიდატად არჩევისთანავე, მის განცხადებულად მხარდამჭერი მიტროპოლიტი სტეფანე, სასწრაფოდ გამოვიდა პალიტრა ნიუსის ეთერში და მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მიცემა დაგმო, მსოფლიო პატრიარქი დააკნინა და თქვა ის არისო კოსტანტინოპოლის და არა მსოფლიო პატრიარქი,ჩვენი ეკლესია მას მსოფლიო პატრიარქად არასოდეს ცნობდაო, რაც არის დიდი ტყუილი და მკრეხელობა. მეუფე შიო თუ პატრიარქი გახდა საქართველოს ეკლესია გახდება რუსეთის ეკლესიის დანამატი, ამიტომაც ამბობს მეუფე ზენონი, რომ მეუფე შიოს პატრიარქობა საშიშია. მე ჩემისმხრივ დავამატებდი, არა თუ საშიშია, არამედ ჩვენი ეკლესიის კატასტროფა და სისხლით და ოფლით მოპოვებული დამოუკიდებლობის განადგურებაა.
მადლობა მეუფე ზენონს, და იმედი მაქვს სხვა მღვდელმთავრებიც არ დაუშვებენ ჩვენი ეკლესიის დაღუპვას და მოსაყდრე შიოს, რომელიც არის რუსეთის ეკლესიის მეხოტბე, არ გააპატრიარქებენ” – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში და მეუფე ზენონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ “მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის”

სიახლეები

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...