მთავარისიახლეებისაბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

Published on

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.

ჩვენ მზად ვართ, ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ, ღია დიალოგისთვის. რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით, მათ შორის. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა 4 წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა, რისთვის უნდათ, ცხადია, რისთვისაც უნდათ, იმისათვის, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის. […]

28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა, რომ უნდოდათ სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვიეს და ა.შ. ეს შანტაჟი დამთავრდა. ერთადერთი შანტაჟისთვის იყო გათვლილი ეს ყველაფერი, არავის არ აინტერესებდა არცერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში. ეს იყო რეალობა. ერთადერთი, რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის საშუალება. არაფერი საინტერესო არ არის, არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი. როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. ეს არის მათი საქმე.

ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, არის ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, დანარჩენი ყველაფერი სამუშაო პროცესია

 კობახიძემ ევროპარლამენტზე საუბრისას.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...