მთავარისიახლეები300 ეკლესია აღვადგინეთ და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც მათ გაავრცელეს...

300 ეკლესია აღვადგინეთ და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც მათ გაავრცელეს – სააკაშვილი

Published on

არცერთი მმართველის პირობებში საქართველოში ეკლესია არასდროს ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი მმართველობის დროს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი მმართველობის პირობებში 300 ეკლესია აღადგინეს და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით.

არცერთი მმართველის პირობებში საქართველოში ეკლესია არასდროს ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი მმართველობის დროს. 300 ეკლესია აღვადგინეთ და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც მათ გაავრცელეს. საქართველოს ბიუჯეტის ფულით, მათ შორის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, აღვადგინეთ ბაგრატი, ნეკრესი, ფოთის ტაძარი. რატომ არ ვლაპარაკობთ ამაზე, რატომ ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოგვაცხადონ როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები. სუპზე ხომ არ ლაპარაკობენ ქოცები, სუპი, ჩვენი დროის შემდეგ გაძვირდა, ორნახევარჯერ, უხორცო, ხორციანი კოსმოსში გაფრინდა, ბავშვების კვება გაძვირდა სამჯერ, ასე გაძვირდა კვება და საიდან უნდა ჰყავდეთ ბავშვები, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...