მთავარისიახლეებისაზოგადოება"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს" - ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

Published on

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში” – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკვიამ განაცხადა და სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის, ან რაიმე სხვა დაწესებულების აღების მცდელობა არ ჰქონია და მსგავსი რამე რომ დაეპირებინა მინიმუმ სახეს დაიფარავდა.

…გამოძიების პირველ ეტაპზე ვითხოვთ, რომ პროკურატურამ მოიტანოს რამე სხვა მტკიცებულება, გარდა იმ ვიდეოსი, სადაც მე არათუ რამეს ვაფუჭებ, უბრალოდ ვარ. არ არსებობს ბუნებაში არცერთი მტკიცებულება, რომ მოეტანა ვთქვათ პრეზიდენტის რეზიდენციის კამერის ამონაწერი, ის მონაკვეთი, სადაც მე ვჩანვარ, ნახავდით იმას, რაც ჩანს იმ 6 წამში.

… პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში, არ გადავსულვარ ტერიტორიაზე, არ მქონია მცდელობა რეზიდენციის, ან სხვა რაიმე დაწესებულების აღების. რომ მქონოდა წინასწარი განზრახვა, ან ინფორმაცია რომ მქონოდა, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს, მე განმეხორციელებინა რაიმე სახის მოქმედება, აუცილებლად, როგორც მინიმუმ სახეს დავიფარავდი,” – განაცხადა ირაკლი ჩხვირკვიამ.

სიახლეები

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...