მთავარისიახლეებიზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა – ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები უკრაინის შავ სიაში პუტინის სისხლისმღვრელი ომის მხარდაჭერის გამო მოხვდნენ.

კიევში განმარტავენ, რომ ლუკაშენკოები ჩართულები არიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის ექსპორტში, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასა და ბელარუსის გავლით რეექსპორტში. გარდა ამისა უკრაიინული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა ბელარუსის 16 მოქალაქე და 11 ორგანაზაცია, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას მხარდაჭერას უწევენ.

“ხელი მოვაწერე უკრაინის სანქციების კიდევ ერთ პაკეტს – მნიშვნელოვანს – რომლის სამიზნეც ბელარუსული ორგანიზაციებია. ეს ჩვენი მრავალი პარტნიორისთვის სიგნალია იმის შესახებ, თუ სად უნდა განხორციელდეს ზეწოლა ამ ომის მასშტაბისა და ინტენსივობის შესამცირებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბელარუსი უკრაინის წინაღმდეგ ომში არ უნდა ჩაერთოს.

„ბელარუსი ამ ომში არ უნდა ჩაითრიონ. სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები არ უნდა განხორციელდეს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...