მთავარისიახლეებიპაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

Published on

მოვა მაისი და ვნახავთ – ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ – ირაკლი კობახიძე
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და კობახიძის სატელეფონო საუბარმა დაადასტურა, რომ ორივე მხრიდან სურვილი არსებობს, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს.

მთავარი არის ერთი რამ, მას შემდეგ რაც შედგა საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის, ამ საუბარში მთავარი რამ გამოითქვა და მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ არის ორივე მხრიდან სურვილი, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს.

ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი ჩვენთვის, როდის შეგვიძლია ვთქვათ – კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენი მთავარი კრიტერიუმია ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. […]

ვნახოთ, მთავარია, რომ მოწადინება არის, ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ის რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არის ამ მიუღებელ დონეზე, ამაში სრულად არის წინა ადმინისტრაციის ბრალეულობა, საქართველოს აქ თავისი წილი არ მიუძღვის. […]

ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამას ყველაფერს შევხედავთ. კიდევ ერთხელ, მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა”- თქვა მან.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...