მთავარისიახლეებირუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას "ოპერაციული ვითარების გამო" აღარ გამოიყვანს

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

Published on

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.

შემცირებული ფორმატის აღლუმი, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართება, არ მოიცავს სამხედრო ტექნიკის ტრადიციულ კოლონას “არსებული ოპერატიული ვითარების გამო”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიუხედავად ცვლილებისა, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო სასწავლებლების კურსანტთა ქვეითი კოლონა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფს წარმოადგენენ, ასევე დაგეგმილია საჰაერო ნაწილი.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიება მოსკოვის თავზე Су-25 ტიპის თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდება, რომლებიც რუსეთის დროშის ფერების კვამლს დატოვებენ.

სიახლეები

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...