მთავარისიახლეებისაზოგადოებაამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას - EU განცხადებას ავრცელებს

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

Published on

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს და არსებულ გამოწვევებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერისა, საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს.

“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას”- წერია განცხადებაში.

უწყებაში ასევე მიუთითებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დეკლარირებული სურვილი არ არის და მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს, რეფორმებსა და ღირებულებებთან შესაბამისობას, რაც, მათი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად არ შეინიშნება.

“უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას”- აღნიშნულია განცხადებაში.

2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ სორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.

ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავლაბრის რეზიდენციაში “ქართული ოცნების” მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დღეს შეხვდა.

ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გასულ კვირას, ბრიუსელში ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.

„საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც გაიხსნა დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“. [ელჩის კომენტარი “ნეტგაზეთმა” გაავრცელა].

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...

ოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის – გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების და პროტესტში დაპირისპირების დამთხვევა შემთხვევითი...