მთავარისიახლეებიყაჩაღობა მარტვილში - წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

Published on

ყაჩაღობა მარტვილში – ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.

პოლიციაში ამბობენ, რომ ამოიღეს თანხის ნაწილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად დაუფლებული თანხის ნაწილი.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ გ.ი.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო გ.ზ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველების მიერ, დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”- წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...