მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

Published on

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები.
ბაჩოს მამიდაშვილი თამარ ნოდია მებრძოლის მეგობრების გადმოცემის მიხედვით აღწერს, როგორ დაიღუპა ბაჩო:
“მადლობა ყველას, ვინც გმირებს დახვდა და გააცილა ბოლო გზაზე.
რადგან საქართველოში არ ვარ და ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ პირადად ვერ დავხვდი მათ, მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ბაჩო (ელგუჯა) ბებია.

ბაჩო რუსეთ-უკრაინის ომში ასკაციან ბატალიონს ხელმძღვანელობდა და მუდამ ამაყობდა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი მებრძოლი არა თუ დაღუპულა, არც კი დაშავებულა.

იმ უსასტიკეს ღამეს, როცა ბაჩოს ადგილსამყოფელს მიაკვლიეს და მისი ლიკვიდაცია განიზრახეს, ის ეკრანზე ხედავდა დრონს, რომელიც მისკენ მოემართებოდა. ოთახში თანამებრძოლები იყვნენ: ნაწილს ეძინა, ნაწილი სხვა საქმით იყო დაკავებული. საფრთხის დანახვისას მას არცერთი წუთით არ უფიქრია საკუთარი თავის გადარჩენაზე. თანამებრძოლები იხსენებენ, რომ მან საკუთარი ხელით გაუკეთა მათ ხმის დამხშობები და დაახურა ჩაფხუტები. შემდეგ ეს არ იკმარა და იმ ოთახში გაიქცა, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ჩაძინებული, გააღვიძა იგი და მისი სიცოცხლეც გადაარჩინა.

არცერთი დაღუპული და არცერთი დაშავებული-საკუთარი სიცოცხლის ფასად!..”

შეგახსენებთ, ბაჩო ბებიას ხუთშაბათს, ზუგდიდში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...