მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

Published on

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და პირველი ლედის სასწრაფი ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთ აგენტს ესროლა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, დაშავებული ოფიცერი ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს. პრეზიდენტის განცხადებით, ის თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ტრამპმა მას „აგრესიული“ და „საშიში“ უწოდა.

ინციდენტის შედეგად ვახშამი გაუქმდა. გავრცელებული ვიდეომასალით, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ გადაადგილდება თავდამსხმელი სწრაფად უსაფრთხოების პუნქტის მიმართულებით, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი აგენტები რეაგირებენ და მას ანეიტრალებენ.

სროლის დაწყებისთანავე დარბაზში მყოფმა ასობით სტუმარმა თავშესაფარი მაგიდების ქვეშ იპოვა, ხოლო უსაფრთხოების თანამშრომლებმა მინისტრთა კაბინეტის წევრები იატაკზე დააწვინეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუვიო, ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტი და მისი მეუღლე უსაფრთხოდ გაიყვანეს, ხოლო ღონისძიებაზე მყოფი სხვა ოფიციალური პირები ეტაპობრივად ევაკუირდნენ.

ვახშამი, რომელიც ვაშინგტონის საზოგადოებრივ კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება, ტარდებოდა სასტუმრო Washington Hilton-ის დარბაზში.

პრეზიდენტმა ღონისძიება ერთი თვით გადადო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლოკაცია წარსულშიც უკავშირდება ძალადობრივ ინციდენტს — 1981 წელს აქვე მოხდა თავდასხმა პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე.

ეს არ არის ტრამპზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მედიის ინფორმაციით, 2024 წელს პენსილვანიაში წინასაარჩევნო გამოსვლის დროს ის დაიჭრა, მოგვიანებით კი ფლორიდაში კიდევ ერთი შეიარაღებული ინციდენტი დაფიქსირდა.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...