“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი წერს.
მისი თქმით, ის არ აპირებს, ვინმეს ზურგში დანის ჩარტყმა მოუთმინოს და არც ვიღაცის მიერ დაწესებული წესებით მოქმედებას.
არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.
დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.
არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.
ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.