მთავარისიახლეებიბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია - კობახიძე ჰერჩინსკიზე

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

Published on

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება “მიზანშეწონილია. “ოცნების” ლიდერმა დღეს პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მუქარა უწოდა და ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ელჩი “ტრაგიკულ მდგომარეობაშია”

ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია ჩემთვის, როდესაც ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ნუ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამის შეფასება. ბატონი ელჩი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე.

მან თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები – ან განვითარდება ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, შეფასებასაც კი არ იმსახურებს, ეს მართლაც ტრაგიკულია.

ემუქრება ხალხს, მას რომ არ შეუძლია ეს სხვა საქმეა, ეს არის მისი პირდაპირი მუქარა.

რა თქმა უნდა, ამის გამო ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვა განცხადებებით თქვნე ამ განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა. ეს არის უბრალოდ სამარცხინო, როდესაც ამას ელჩი ამბობს”.- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

“საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება” – თქვა ჰერჩნკისმ.

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...