მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს - ჯო უილსონი

პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს – ჯო უილსონი

Published on

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, – განცხადება ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში“.

„ირანის რეჟიმი რუსეთს ხელს უწყობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს და თავისი მკვლელი სამხედრო მანქანის დაფინანსება გააგრძელოს. ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს, რათა ირანს იარაღი მიაწოდოს და თანამშრომლობს საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა შეიცვალოს…

ისინი მხარს უჭერენ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც არალეგიტიმური რეჟიმია. „ქართულ ოცნებასა“ და ომის დამნაშავე პუტინს შორის თანამშრომლობა ძალიან ნათელია, ისევე როგორც ირანის რეჟიმთან. „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ შავის ზღვის პორტს ანაკლიას აკონტროლებს, რათა ცენტრალ აზიასთან იშვიათი ლითონებით ვაჭრობა მართოს. ასე რომ, ამას გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, – თქვა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...