მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაშავებულები

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

Published on

თურქეთში არმიის ავიაციის სარდლობის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა . თურქული მედია წერს, რომ შემთხვევა ანკარაში მოხდა. მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა.

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობია.

„ჩვენი არმიის ავიაციის სარდლობის კუთვნილი CH-47 მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი ანკარა თემელის რაიონში სასწავლო ფრენის დროს გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა. ჩვენს პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. ჩამოვარდნის მიზეზი დეტალური გამოძიების შემდეგ დადგინდება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი ჟანდარმერიის ჯგუფებმა შემოღობეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) სტიქიური უბედურებების საძიებო-სამაშველო ჯგუფი და სამხედრო ჩინოვნიკები რეგიონში საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...