მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ - სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

Published on

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ხოლმე მათ მოულოდნელად, რათა შემემოწმებინა, რამეს ხომ არ აკლებდნენ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„გამოირკვა, რომ „ქოცებიც” ხშირად აკითხავდნენ, ოღონდ სულ სხვა მიზნით – ფულის „დასაწერად”. ახლა როცა გაჭირვების გამო ბევრი ოჯახი მსოფლიოში გაბნეული და განადგურებულია, ამ არაადამიანებმა დაინახეს კიდევ ერთი საშუალება მოეპარათ მეტი ფული. რაც მეტია გაჭირვებული, მით მეტი სასადილოა საჭირო და რაც მეტი სასადილოა, მით მეტი სახრავი აქვთ კალაძის ბანდიტებს.

მითუმეტეს, როცა, დაჭერის შემდეგ, მათმა პატრონმა უცებ გამოისყიდა საპატიმროდან. აბა რა, ციხეში უნდა ჰყავდეთ კორუფციის მამხილებელი ხაბეიშვილი და კორუმპირებულები უნდა გრიალებდნენ.

ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა „ქოცებს” მისცენ. „ასე იცის ჯაყომა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...