მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

Published on

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი – სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც გდდ-ს თანამშრომელმა, შოთა პაპუაშვილმა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა, პროცესზე თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი ქრთამს სთავაზობდა სპეცრაზმელებს.

„სოციალური ქსელებით, სხვადასხვა სატელევიზიო არხებით გდდ-ს თანამშრომლებს პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა, რომ არ შეესრულებინათ დაკისრებული მოვალეობები, უარი ეთქვათ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, წვრთნებზე და ვარჯიშებზე. ასევე, გამოეტანათ ჩვენს თანამშრომლებს ინფორმაცია, სანაცვლოდ კი გდდ-ს თანამშრომლებს სთავაზობდა 200 000 $-ს.

ხაბეიშვილი ზოგადად აკეთებდა მოწოდებას გდდ-ს თანამშრომლებზე, კონკრეტულად ვინმეს მიმართ არა ანუ მოწოდება ყველას ეხებოდა.

ლევან ხაბეიშვილის ეს მოწოდება ანუ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით, იყო გდდ-ს თანამშრომლების გადმობირება, უხეშად რომ ვთქვა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნებოდა მათ სასარგებლოდ…თანხის შეთავაზებასთან დაკავშირებით სუს-ში ვიყავი გამოკითხვაზე”, – განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ მას ბრალდებულის სკამიდან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიმართა – ხაბეიშვილმა გდდ-ს თანამშრომელს უთხრა, რომ უნდა შერრცხვეს იმის გამო, რასაც ფიცის ქვეშ სასამართლო დარბაზში იძახის.

“არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში…” – უთხრა ხაბეიშვილმა პაპუაშვილს.

„სახე გამაძვრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ! შენ და შენმა კოლეგებმა სახე გამაძვრეთ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი? რახან თქვი, რომ ხაბეიშვილმა ფული შემომთავაზაო, ისიც თქვი, რომ ბიუჯეტიდან იყო ფულის შეთავაზება.

ჩემ წინაშე დგას დამნაშავე! არ გრცხვენია? სამმართველოს უფროსია და „ხარება“ ამის უფროსი იყო. გეუბნებით, ტელეფონით მიღებდა-მეთქი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია? ღმერთმა არ დაგიფაროს, რასაც ახლა აკეთებ. შეხედე ჩემ შვილებს თვალებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...