მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიზნესმენი ხუბუტია მერის მოადგილის ნარკოტიკულ შემოწმებას ითხოვს- დაპირისპირება ღია სივრცეში გრძელდება

ბიზნესმენი ხუბუტია მერის მოადგილის ნარკოტიკულ შემოწმებას ითხოვს- დაპირისპირება ღია სივრცეში გრძელდება

Published on

დაპირისპირება რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენსა და ზუგდიდის მერის მოადგილეს შორის ღია სივრცეში გრძელდება. მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მერიამ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის  მშენებლობაზე უარი უთხრა და მის სანაცვლოდ ცაიშში ავტორალისთვის ტრასის გაკეთება შესთავაზა, ხუბუტიამ არაერთი პოსტი მიუძღვნა ზუგდიდის მერიას და უშუალოდ მერის მოადგილეს გია გულორდავას.“მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ჩემს მერე გამოთქვა სურვილი და შენდება ბავშვებისთვის საცურაო აუზი, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და უანგაროდ დახმარება! ზუსტად ამიტომ გთხოვეთ ბასეინის გაკეთება ჩემი სახსრებით. და არა ავტორალის გაკეთება მოყვარულთათვის“, – წერს ხუბუტია.

ბიზნესმენი სოციალურ ჯგუფში მორიგ სტატუსსაც აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ „ასეთი წერილისთვის წინა ხელისუფლება არ გააჩერებდა!… კიდევ ვთხოვე, მაყიდინეთ 20-30 ჰექტარი მიწა და შევქმნი სამუშაო ადგილებს! გადასამუშავებელი მიწა უკვე ნაყიდი მაქვს! კიდევ ვთხოვე:გამოყავით ფართი და ნერგებს ბევრს შევიძენ, რომ ზუგდიდელებმა დარგონ და თავიანთი სახელი შეარქვან. ჩემს თანხას ვერ მოაკლდება და არ არის ალბათ საინტერესო“ – წერს ხუბუტია. ასევე ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს გია გულორდავას ნარკოლოგიურ შემოწმება ჩაუტარონ."ძვირფასო ზუგდიდელებო! 29 მაისს მივედი მერიაში გულორდავასათან და ვთხოვე, 20 ჰა მიწას ყიდის ადამიანი ერგეტაში და მინდა ვიყიდო, მეცხოველეობის ფერმა გავაკეთო!!! იქ მე წილში ვარ და ვიფიქრებო! საზოგადოება მომატყუებინა, რომ აუზისთვის ერთი ჰა მიწა მისცეს. ახლა უარი მითხრა!",- წერს მიხეილ ხუბუტია.

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუზის აშენების იდეა თანაქალაქელებს 1-ლი საჯარო სკოლის იუბილეზე შესთავაზა.თუმცა, რამდენიმე დღის წინ მან ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავამ ოფიციალური წერილი მისწერა, რომელიც ხუბუტიამ სოციალურ ჯგუფში გამოაქვეყნა.ხუბუტია აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მას აუზის აშენებაზე უარს ეუბნებიან და განმარტავს, რომ მას სხვა იდეის დაფინანსება არ სურს, რადგან აუზის აშენებას დაპირდა ზუგდიდელებს.„ჩვენ რა თქმა უნდა მადლობელი ვართ თქვენი წინადადების შეთავაზებისთვის, მაგრამ ზუგდიდი ამ ეტაპზე ორ საცურაო აუზს არ საჭიროებს“- ნათქვამია მერიის მიერ გაგზავნის განცხადებაში.
 
სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...