მთავარისიახლეებითბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

Published on

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო’ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ევროკომისარი შეხვედრას სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან, მართავს.

ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარებაა. ფოკუსშია “ოცნების” მიერ მესამე სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს, სადაც განმარტებებს მოითხოვს ძალის გადამეტების შემთხვევებზე და დაუსჯელ მოძალადეებზე.

ო’ფლაერტი საქართველოში ბოლოს გასული წლის იანვარში იმყოფებოდა. ის მაშინ, “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. ამის შემდეგ, კომისარმა ოლიგარქის მთავრობა ტყუილში საჯაროდ ამხილა. გაირკვა, რომ მას ალექსანდრე დარახველიძემ უთხრა, რომ თითქოს “ოცნება” აქციების დარბევისას წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს არ ურევდა.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...