მთავარისიახლეებიაფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

Published on

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა დააკავა.

გამოძიების ვერსიით, კრისტინა ლახინამ, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, განზრახ მიაყენა მცირეწლოვანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და დამცირებით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმე გულრიფშის რაიონის პროკურატურის წარმოებიდან ამოიღეს და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გადასცეს.

სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა. დედის გარდაცვალების შემდეგ ის ბავშვს ზრდიდა.

კრისტინასა და მის ქმარს ოთხი საკუთარი შვილი ჰყავთ. ბავშვის გარდაცვალებამ აფხაზეთში ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...