მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ -ში დაკავებული მოკრივე ავთანდილ ხურციძე: მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი...

აშშ -ში დაკავებული მოკრივე ავთანდილ ხურციძე: მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ

Published on

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს, მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
 
"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს.მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა,
ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ.
 
აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია.
 
დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.
 
რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! "
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...