მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

Published on

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ცეცხლის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ომის დასრულების შესაძლებლობას ქმნის. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის დასრულებას, ელექტროსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნორმალურ მუშაობს და შესაბამისად, დროისა და პირობების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს. უკრაინა ყოველთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის ევროპაში ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. უკრაინა კვლავ ეუბნება რუსეთს, რომ თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ, მზად ვართ, ეს ჩვენც გავაკეთოთ. ყველასთვის ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა შეუძლია“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბევრი ქვეყანა იყო ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ „აშშ-მა ეს დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა“.

„ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ქვეყნებს ადამიანების სიცოცხლის დაცვაში ეხმარებოდა. უკრაინელი ექსპერტები რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ. რეგიონში არსებულ ვითარებას გლობალური შედეგები აქვს. ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხე ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ გამოწვევებს ზრდის. ასევე, მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტას გლობალური მნიშვნელობა აქვს. სწორი შედეგის მისაღწევად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და კოორდინირებული მოქმედებაა აუცილებელი“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...