მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიამ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის მშენებლობაზე უარი უთხრა

ზუგდიდის მერიამ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის მშენებლობაზე უარი უთხრა

Published on

ზუგდიდის მერიამ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის მშენებლობაზე უარი უთხრა და მის სანაცვლოდ ცაიშში ავტორალისთვის ტრასის გაკეთება შესთავაზა. რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუზის აშენების იდეა თანაქალაქელებს 1-ლი საჯარო სკოლის იუბილეზე შესთავაზა.თუმცა, რამდენიმე დღის წინ მას ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავამ ოფიციალური წერილი მისწერა, რომელიც ხუბუტიამ სოციალურ ჯგუფში გამოაქვეყნა.ხუბუტია აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მას აუზის აშენებაზე უარს ეუბნებიან და განმარტავს, რომ  სხვა იდეის დაფინანსება არ სურს, რადგან აუზის აშენებას დაპირდა ზუგდიდელებს.„ჩვენ რა თქმა უნდა მადლობელი ვართ თქვენი წინადადების შეთავაზებისთვის, მაგრამ ზუგდიდი ამ ეტაპზე ორ საცურაო აუზს არ საჭიროებს“- ნათქვამია მერიის მიერ გაგზავნის განცხადებაში.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...