მთავარისიახლეებისაზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი ჯარში გაწვევის შემთხვევაში საქართველოში უნდა დაბრუნდეს

საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი ჯარში გაწვევის შემთხვევაში საქართველოში უნდა დაბრუნდეს

Published on

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება.

კანონპროექტს, რომელიც ქართული ოცნების თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა, ქართული ოცნების პარლამენტში დღეს, 6 აპრილს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, საზღვარგარეთ დროებით მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და შესაბამის გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება.

იცვლება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის, შეტყობინების,უწყების ჩაბარების პროცედურები. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების,უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.

ასეთ შემთხვევაში, ეს შეტყობინება,უწყება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს კი უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

“ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების,უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის,წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, განისაზღვრება ის ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც უწყების ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ამას დაარეგულირებს მთავრობის დადგენილება, რომელიც კანონის მიღების შემდგომ შემუშავდება და გამოქვეყნდება.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...