მთავარისიახლეებიექსკლუზივი,,Forbes- украина'': მიხეილ სააკაშვილის 15 თეზისი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ

,,Forbes- украина”: მიხეილ სააკაშვილის 15 თეზისი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ

Published on

 

რატომ არ არის ფიზიკური ანგარიშსწორების რისკი ყველაზე დიდი საფრთხე –  ,,Forbes- украина''  მიხეილ სააკაშვილის გახმაურებული გამოსვლის შესახებ საერთაშორისო  ანტიკორუფციულ კონფერენციაზე 

კიევში გაიმართა საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენცია, რომლის ფარგლებში ბიზნესის, სახელმწიფო სექტორისა და სამოქალაო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით  გატარებული რეფორმების შუალედური შედეგები.  თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო, სპიკერთა უმრავლესობა  მყარად მიყვებოდა დიპლომატიურ ფორმულირებებს , ყურადღებას ამახვილებდა გლობალურ ამოცანებზე, რომელთა დაძლევა მომავლის საქმეა და არ უღრმავდებოდა ბოლო ორი წლის მანძილზე ჩატარებული მუშაობის ეფექტიანობის ანალიზს. ერთი გამონაკლისის გარდა – მხოლოდ ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ზედმიწევნით ზუსტი ფორმულირებები, როცა ლაპარაკობდა  უკრაინელი რეფორმატირების ბრძოლაზე კორუფციასთან.

,,Forbes- украина''აქვეყნებს ძირითად თეზისებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან.

1.      უნდა მოვიყვანოთ ახალი ადამიანები. არ შეიძლება დაძველებული მწნილის კასრში ქორფა  კიტრები ჩაყარო და ელოდო, რომ მთელი კასრი  მწნილი გაახლდება.

2.      ჩვენ ბევრი  ძალიან კარგი და პატიოსანი მინისტრი გვყავს. მაგრამ არა გვყავს მთავრობა. ჩვენ გვაქვს ცალკეული სამინისტროების  კეთილი ნება. მაგრამ არა გვაქვს სახელმწიფოებრივი კეთილი ნება. უფრო ზუსტად, ხელისუფლება გვყავს, მაგრამ იგი მთლიანად კორუმპირებულია და ანგრევს უკრაინას.  

3.      უკრაინაში რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა  ნებელობა,  არც თვითონ მოიპარავდა და  არც იმას დაუშვებდა, რომ პრემიერის მეგობრები მუშაობის პირველივე  წელს მილიარდერები გამხდარიყვნენ, – ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა. შედიხარ და ეუბნები: მე არ ვაკეთებ ფულს და არც თქვენ მოგცემთ ამის საშუალებას – აი, ეს არის  წესი და სხვა არაფრის მოგონება გჭირდება.

4.      მე რეგულარულად დავდივარ რეფორმების ეროვნულ რადაში  და იქ გაუთავებლად მსჯელობენ , როგორ  უნდა    შეიცვალოს ხელისუფლების რეგლამენტი. მე ეს უკვე ხუთჯერ მოვისმინე რვა სხდომის მანძილზე!  მათ, ოთახშიც რომ გამოკეტო , თავისუფლად შეუძლიათ შეცვალონ რეგლამენტი, ამას ხომ პარლამენტის სხდომაზე  გატანაც არ სჭირდება! მაგრამ არა! უბრალოდ გვასულელებენ!

5.      თავით ფეხებამდე კორუმპირებული სასამართლო  სისტემის პირობებში პროკურატურის გარეშე ვერაფერს გახდები.

90 – იან წლებში საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებას მოვკიდე ხელი. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: მოდით, ამ ყმაწვილებს  (ოპოზიციას) ძვალი გადავუგდოთ. რაკი ასე ძალიან უნდათ  რეფორმატორობა ითამაშონ,  მივცეთ  სასამართლო სისტემა, სულ ერთია,  ეს მაინც არავის სჭირდება, რადგან ყველაფერი მილიციისა და პროკურატურის დონეზე წყდება.

ჩვენ ჩავატარეთ გლობალური ტენდერი, მსოფლიო ბანკმა ჩვენი რეფორმა მსოფლიოში საუკეთესოდ ცნო. მე მაშინ 26 წლისა ვიყავი და ერთბაშად ფრიად დიდ პატივში აღმოვჩნდი – მთელ მსოფლიოში დამატარებდნენ, რომ ქართული გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვის. მაგრამ რეფორმა მთლიანად ჩავარდა.

ჩვენ შევცვალეთ მოსამართლეთა ასი პროცენტი, ახლებს დავუნიშნეთ კარგი ხელფასები, ავაგეთ ახალი შენობევბი, მაგრამ რა გამოვიდა? პროკურატურა არ შეცვლილა, მილიცია არ შეცვლილა და ხელფასების გაცემის ორი თვით დაყოვნება საკმარისი აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც ექვსი თვის თავზე რეფორმა ჩავარდნილიყო, რადგან მოსამართლეები ან გაირყვნენ ან გაგვექცნენ.  

ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთადერთი სისტემა, რომლის შეცვლაც ვერ შევძელით, ისევ სასამართლო სისტემა იყო, რადგან იგი თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული იყო.  ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, სხვა შანსი აღარ გვქონდა.

ამას – გლობალურ ცვლილებებს  – ახლა უკრაინის საზოგადოება მოელის. და თუ უახლოეს 4-5 თვეში ყველაფერი არ შეიცვლა, მეორე შანსს აღარავინ მოგვცემს.

6.      მე ოთხი ღამე ვპატრულირებდი ახალ პოლიციასთან ერთად და ბევრი  საინტერესო რამ გავიგე. მაგალითად, ის, რომ  პოლიციაში ( ოდესაში) ბევრი კიეველი მსხაურობს და ამ კიეველებს ბინები არა აქვთ – 6-7 კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს. რამდენ ხანს გაძლებს ასე პოლიცია? მათი ბექ-ოფისი პირდაპირ კატასტროფულია.

7.      ერთადერთი, რასაც ჩვენ ოდესაში ვაკეთებთ – აეროპორტის მშენებლობაა. კი ბატონო, ჩვენ კი არა, ინვესტორი აშენებს, მაგრამ მაინც.  – სახელმწიფოს საამისო ფული არა აქვს. რა გზებით შემოვიდა აქ ეს ინვესტორი – ცალკე საკითხია, ჩვეულებისამებრ, გარკვეული აფიორა ალბათ ამ შემთხვევაშიც იყო.

კოლომოისკი ( იგორი) სახელმწიფო ავიასამსახურის მეშვეობით აკონტროლებდა აეროპორტ ,,ბორისპოლს“ და არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა ოდესაში აშენებულიყო ჰაბი, რომელიც კიევისაზე გაცილებით დიდი იქნება, ჩვენ აზიასა და ამერიკაში ფრენების უზარმაზარი  პოტენციალი გვაქვს და როგორც იქნა მშენებლობაც დავიწყეთ, მაგრამ რა? პროკურატურამ აღძრა სარჩელი  აეროპორტის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. დიახ- დიახ, იმ ერთადერთი მშენებლობის აღკვეთის მოთხოვნით, რომელიც, როგორც იქნა, დაიწყო! სხვა ყველაფერი ხომ მოგვარებული აქვს, ახლა მხოლოდ აეროპორტის შეჩერება ჰქონდა დარჩენილი.

8.      ოდესის საბაჟოზე უარს ვამბობთ მივიღოთ კიევიდან გამოგზავნილი დოკუმენტები, რომლებიც გვკარნახობენ შევაჩეროთ ესა თუ ის ტვირთი. მე ეს ქაღალდები საჯაროდ მივყარ-მოვყარე: ეშმაკსაც წაუღიხართ, ჩვენ არაფერსაც არ შევაჩერებთ!

ახლა გორდება ახალი კამპანია, აქაოდა, ოდესის საბაჟოზე შემოსულობები შემცირდაო.  ნურას უკაცრავად –  კი, აბა, შემცირდა! საბაჟოზე შევედი და პირველივე შემხვედრ ხუთ მებაჟეს ვკითხე, როგორი ხელფასები ერგოთ ძველთან შედარებით. პირველმა ოთხმა რადიკალურად განსხვავებული ციფრები მითხრა, მეხუთემ ვერ მიპასუხა, ძველი არ მახსოვს, გამუდმებით შვებულებაში ვიყავიო.

9.       მე ოდესისთვის, ავტოგზისთვის  ,,ოდესა  – რენი'' იმდენი ფული მომცეს, რამდენსაც საქართველოში ერთი სასოფლო გზაზე  ვხარჯავდით – დაახლოებით 4,5 მილიონი ევრო 9 მილიონის ნაცვლად. ,,ოდესა- რენი'' კი ერთერთია უკრაინის ორი სტრატეგიული გზიდან.

10.  ახლა მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არქიტექტურულ- სამშენებლო ინსპექციის ფუნქციების გადაცემა ადგილებზე დიდი გარღვევაა კორუფციასთან ბრძოლაში. ოჰ, რა მშვენიერია! თავკერძა  ქვეგამხედვარი, რომელიც ოდესის მერიაში ზის, ხელებს იფშვნეტს იმის მოლოდინში, როდის მიუვა თავის ფეხით ყველა სამშენებლო ნებართვის გაცემის უფლება. ესენი შეებრძოლებიან კორუფციას? გეუბნებით, კორუფცია ათჯერ გაიზრდება მას შემდეგ, რაც ეს კორუფცია სახინსპექციიდან ადგილობრივ დონეზე დავა!  

11.  ჩვენ ყველაფერი რადიკალურად უნდა შევცვალოთ, ჩვენში რევოლუცია მოხდა.  და  რევოლუციური გარდაქმნები ქვეყნის მართვაშიც უნდა მოხდეს. ამას ან ხელისუფლება გააკეთებს, ან გააკეთებს უკრაინელი ხალხი. მესამე ვარიანტი არ არის, რაც უნდა ჰქონდეთ ამაზე გათვლა მათ, ვინც გავლენის სფეროები გადაინაწილა. რამდენჯერ უნდა მოვიდეს ხალხი, რომ   თავისი არსებობა შეგვახსენოს? და ყოველ მოსვლაზე იგი სულ უფრო მკაცრად და მკაცრად გვახსენებს თავს. მესამედ პასუხი გაცილებით მკაცრად მოგვეთხოვება.

12.  მავანნი სულ ტყუილად იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ორთქლის გამოშვება მოხდა- არაფერიც არ გამოშვებულა. ხალხი დღითიდღე ბრაზდება და სავსებით სამართლიანადაც. ისინი ხომ ხედავენ, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა.   კი, შეიცვალა შესყიდვებს სიტემა, კი,  გაჩნდა ორიოდ წესიერი მინისტრიც – და რა?  შეიცვალა რამე ხალხის ცხოვრებაში? გარაჟის აგება, მაგალითად, ერთობ ძნელი იყო ადრე. ახლა რა, უფრო იოლია?  მე არანაირ დიდ  საიდუმლოს არ ვხსნი. ყველამ ყველაფერი იცის.

13.   სახელმწიფო აპარატს აღარა აქვს კორუფციული შემოსავლები. ჩვენი ავტოპარკი ისეა მომსპარი, რომ ამ მანქანებით ვერ გადაადგილდები. ბენზინს პრაქტიკულად არ გვისხამენ. პრესტიჟი არა გვაქვს, რადგან გამუდმებით გვლანძღავენ. ამ დროს კი 10, 20 ან სულაც 100 კაცი კიევში ყველაფერს თავისკენ ითლის. ადგილობრივები? იანუკოვიჩის დროს მათ ხელფასიც ჰქონდათ, სხვა ფულიც მისდიოდათ და ერთმანეთში იყოფდნენ,  ახლა  კი არც ერთი აქვთ, არც მეორე.

14.  ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებიან  – ეს სრული სისულელეა. საქართველოში გაცილებით ძლიერი მაფია იყო. როგორც კი სახელმწიფო ძალას უჩვენებს, ისინი მყისვე თავქუდმოგლეჯით გარბიან.  ერთხელ, როცა ერთმა ოლიგარქმა სცადა რაღაც ამდაგვარი მიენიშნებინა ჩემთვის, და უკრაინის უშიშროების საბჭომაც შემომთავაზა  გამოძიების ჩატარება საკითხზე, ხომ არ  მემუქრება რამე, მე მათ სახეში შევცინე და ვუთხარი, სხვები დააშინონ – მეთქი

  მე არ მაშინებს ანგარიშსწორების მუქარა. მე ხალხის რეაქციის, ძალიან სწრაფი რეაქციის მეშინია. აი, ეს არის საშიში და  არა ვიღაც ,,ბენიას“, ,,სენიას“ და კიდევ ვიღაცეების მუქარა, რომ რამეს დამმართებს.

15.  ჩვენ ორი გზა გვაქვს: ან  სასწრაფოდ ვაუმჯობესებთ ყველაფერს ჩვენ, ან ყველაფერი სასწრაფოდ უარესდება, მაგრამ შემდეგ ისევ უმჯობესდება, მაგრამ უკვე ჩვენი მონაწილეობის გარეშე.

,,Forbes- украина'',
18 ნოემბერი, 2015 

 

 

 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...