მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი - მეუფე...

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

Published on

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

აცხადებს, წმინდა სინოდმა უნდა გადაწყვიტოს საპატრიარქო კანდიდატის ასაკი იქნება 70 წელი, თუ კიდევ დაემატება 2 წელი.

„[სინოდის სხდომაზე] სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა უფრო კონკრეტული სახე ჩამოყალიბდეს. უნდა განვიხილოთ მართვა-გამგეობის დებულება. განიხილება განათლების და ასაკის საკითხი. პროცედურა ისეთი რამაა, რომ ექვემდებარება განსჯას. ყველას ექნება თავისი სიტყვა, კონკრეტული აზრი და ჩვენ ჩამოვყალიბდებით. არის საკითხები, რომელიც ექვემდებარება კანონს, დებულებას და არის საკითხები, რომელზედაც კონკრეტული თვალსაზრისით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

ეს საკითხებია: ასაკი – როგორ უნდა განისაზღვროს საპატრიარქო ასაკი. უნდა იყოს აუცილებლად მინიმუმ 40 წლის ასაკის, მაქსიმალური კი 70 წელი არსებობს. 70 წელი შეიძლება შეუსრულდეს ადამიანს რაღაც დღეებში და შესაძლოა, ორ თვეში. ჩვენ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება, ეს იქნება 70 წელი, თუ კიდევ დავამატოთ 2 წელიწადი. ყველაფერი შესაძლებელია. გააჩნია ჩვენ, სინოდის წევრები როგორც ჩამოვყალიბდებით.

მეორე – განათლების საკითხი. კარგია, როცა ადამიანს აქვს უმაღლესი საერო განათლება, მაგრამ აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება, საღვთისმეტყველო განათლება, ეს აუცილებელი პირობაა.

შეიძლება ადამიანებს ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული, მაგრამ აუცილებელი ყოფილა თეოლოგიური განათლება. ეს არის გადასაწყვეტი და მისაღები. აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება და ზოგადადაც განათლებული ადამიანი უნდა იყოს,”- განაცხადა ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

სიახლეები

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...