მთავარისიახლეებიპოლიტიკაპუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს- მიხეილ სააკაშვილი

პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს- მიხეილ სააკაშვილი

Published on

„ვლადიმერ პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას სადღაც ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს პრინციპით – შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ამ ზიზღით არის განპირობებული. ის ჩვენთან შემოიჭრა, ვინაიდან ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. ასე, რომ მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს. ის ისეთია, როგორიც არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, „ტრამპი იმ მოცემულობიდან გამომდინარეობდა, რომ პუტინი მოწინააღმდეგეა“. „პრეზიდენტ ტრამპს ტერიტორიულ საკითხებზე არანაირი დათმობა არ გაუკეთებია. პუტინი ელოდებოდა უკრაინაში ან საქართველოში მის მიერ მიწების მიტაცების ლეგალიზებას. არ ვიცი დახურულ კარს მიღმა რა იყო ნათქვამი, მაგრამ ამ საკითხზე დათმობას ადგილი არ ჰქონია. ტრამპს ასევე კარგი პოზიცია ჰქონდა ენერგეტიკულ საკითხებზე. ეს ის საკითხია, რაც პუტინს აწუხებს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ჩვენ იმასაც უნდა ვუყუროთ თუ რას აკეთებს ის. მომდევნო თვეებში ვნახავთ თუ რა მოჰყვება ამ შეხვედრას. მას სანქციების საკითხზე არაფერი დაუთმია, ეს ამ შეხვედრის დადებითი მხარეა“, – აღნიშნა მან. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება მიაწოდა, რაზეც წინა ადმინისტრაცია უარს ამბობდა. 
„ტრამპის ადმინისტრაციას აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ძალიან პოზიტიურია“, – დასძინა მან.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...