მთავარისიახლეებიNATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა - ხოშტარია

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

Published on

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, – ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია საუბარი.

მისი თქმით, წლები დასჭირდა ,,ასპირანტის“ სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალიანსს მოუწოდებს, “ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე დაიწყონ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.“

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა. წლები დასჭირდა ,,ასპირანტის“ სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.
დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.
პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატოს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP – Partnership For Pace ერქვა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.
საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.
ალიანსმა ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე, – წერს ხოშტარია.

სიახლეები

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...