მთავარისიახლეებიევროკავშირი უმადურია - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირი უმადურია – შალვა პაპუაშვილი

Published on

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს “უმადურობაში” ადანაშუალებს – პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ყულევთან დაკავშირებით ისაუბრა – თქვა, რომ საქართველოში სანქციების დაზღვევის ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა.

მისივე განცხადებით, საქართველოს არავითარი ვალდებულება არ აქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დაიცვას – “მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის, პატივისცემის გამო და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამება არის საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა, რომ რამენაირად საქართველოში სანქციების დაზღვევა ხდება. ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასევე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომისა და პატივისცემის გამო უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის, მაგრამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან. ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო. სანქციების დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...