მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ -ში ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

აშშ -ში ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

Published on

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც მათი პირისპირ შეხვედრა დაიწყო.
 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“.
 
თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენს ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ურთიერთობები დაალაგონ. როგორც ვამბობდი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
 
ლიდერების სურათების გადაღების შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება. 

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...