მთავარისიახლეებიპატრიარქის ანდერძი არ არსებობს - მამა გიორგი ზვიადაძე

პატრიარქის ანდერძი არ არსებობს – მამა გიორგი ზვიადაძე

Published on

ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს – განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებთან გააკეთა.

სასულიერო პირის განცხადებით, პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო და ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს.

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. პატრიარქმა მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. წმინდა სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა. სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდნენ. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მან არ გამორიცხა ის, რომ 40 დღის გასვლამდეც შეიკრიბოს წმინდა სინოდი.

“შესაძლებელია ეს გადაწყვეტილებაც იქნეს მიღებული. მხოლოდ ეს არ არის აუცილებლობიდან გამომდინარე, შეიძლება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მღვდელმთავრები შეიკრიბონ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...

კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ...

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

სიონის ტაძარში, ხალხის ნაკადი არ წყდება - პატრიარქის საფლავზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები...