მთავარისიახლეებიირანში იერიშების შედეგად მოკლულია რევოლუციური გვარდიის სპიკერი, ალი მოჰამედ ნაინი

ირანში იერიშების შედეგად მოკლულია რევოლუციური გვარდიის სპიკერი, ალი მოჰამედ ნაინი

Published on

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) 20 მარტს დაადასტურა, რომ პარასკევის დილის საათებში იერიშების შედეგად მოკლულია IRGC-ის სპიკერი, ალი მოჰამედ ნაინი.

ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედიამ, Tasnim-მა გაავრცელა და დაწერა, რომ ნაინი, რომელიც IRGC-ის სპიკერი 2024 წლიდან იყო, “მოწამებრივად აღესრულა”.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ისრაელმა თეირანში ახალი საჰაერო იერიშები წამოიწყო, რომლის სამიზნეც “ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურა” იყო.

მოჰამედ ნაინის დაღუპვის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მიმდინარე ომის მიუხედავად ირანი რაკეტების წარმოებას განაგრძობს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 19 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანს აღარ აქვს ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების უნარი.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...