მთავარისიახლეებიპოლიტიკაეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს - გიგი უგულავა

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

Published on

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უარი უთხრეს, რადგან წირვაზე კირილის გამოგზავნილი ბელორუსი ეგარქოსი დააყენონ:
“საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ. რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი არამედ ბელორუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით “თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს” კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონთვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!
მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ.
არ მაქვს ილუზია, რომ დღეს ამ ტალღას შევაჩერებთ, გავუმკლავდებით. მაინტერესებს ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება მანდ, ვინც ამას ყველაფერს ხალხს ეტყვის, თუ სოდომისა და გომორის მსგავსად წარსაწყმედელადაა განწირული კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის დავითისა და ილიას საქართველოს საპატრიარქო ტახტი!
ეგ ნინევია რომ დაინგრევა, საინტერესოა რამდენს შეგრცხვებათ და სინანული შეგაწუხებთ…”, – წერს გიგი უგულავა. 

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...