მთავარისიახლეებისაზოგადოებარაჭაში სტიქიას ებრძვიან

რაჭაში სტიქიას ებრძვიან

Published on

სტიქია რაჭაში – სოფელ ღებთან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ადგილზე გაჰყავთ დროებითი გზა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა გადაადგილებას შეძლებს.  ძლიერი წვიმის მიუხედავად, რაჭაში ვარაუდობენ, რომ ტრანსპორტი ხიდზე გადასვლას უკვე დღის ბოლოს შეძლებს.უხვი ნალექის გამო, ონის მუნიციპალიტეტში წაღებულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია მოსავალი."მოსახლეობა ნორმალურად არის, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეგ არის, რომ სტიქიამ დაუზიანათ სავარგულები, სახნავ-სათესები, რამდენიმე მოსახლის ეზო დაიტბორა. ყველაფერი მოგვარებულია დღესდღეისობით და მიმდინარეობს სამუშაოები,“ – განაცხადა ონის მერმა, ემზარ საბანაძემ. 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...