მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს

საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში. 
„ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით,უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა“, – აცხადებენ სააგენტოში. 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...