მთავარისიახლეებიშსს- ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 2 სამართალდამცავი დააკავეს

შსს- ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 2 სამართალდამცავი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს უწეყბა ქრთამის აღებას ედავება, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-იდან – 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, უწყების ცნობით ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს”- წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 – წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...