მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

Published on

 "ქართული ჩაი" – ასე ქვია  ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

 მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობისა  და სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას პროგრამებს.  განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად არის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან ვერ ხდება შესაბამის პირობებში შენახვა. "ამ მიმართულებით განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ", – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. განცხადებაში საუბარია პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“, რომელიც მშობლების...

ანი წითლიძე ნიკა მელიას მიმართავს

სანამ ციხეში ხარ. სათქმელი ბევრია — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გაუგიათ ჩემგან...

ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას – EU განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე EU წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობაში...

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...