მთავარისიახლეებიეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა - მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

Published on

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა “აუხდენელი ოცნებების და სურვილების სია”.

წამება, დევნა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში

“ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი იმიტომ, რომ ეს მისი მანდატი არ არის. მან შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიოს და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი, დიალოგის მექანიზმი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში გადამისამართება.

ამიტომ, ცალსახად, ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა ამ ნაწილში.

რაც შეეხება, კონკრეტულ კანონებს, რაზეც არის საუბარი ამ დოკუმენტში, ამას ვამბობ, აქ ახალი არაფერი არ თქმულა, გასული ორი წლის მანძილზე თუ რამე ბრალდება გვსმენია საქართველოს მიმართ, სწორედ ამ ბრალდებების ენციკლოპედიური კრებულია, იგივე სიტყვები, იგივე შეფასებები.

თუ ვინმეს აქვს რაიმე, კი ბატონო, სადაც უნდა იქ წაიღონ, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ჩვენი სიმართლის დასაცავად, თუმცა, თავისთავად, ეს ფაქტი, რომ ამის საფუძველზე, ვინმემ სადმე ჰააგაში, რაღაც საქმე წაიღოს, ღიმილისმომგვრელია.” – თქვა მახაშვილმა.

ცნობისთვის, 10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...