ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალებმა თეირანთან ახლოს მდებარე ტალეღანის კომპლექსს დაარტყეს, სადაც ირანის რეჟიმი „ბირთვული შესაძლებლობის განვითარებაზე მუშაობდა“.
„რეჟიმი ობიექტს ასაფეთქებელი საშუალებებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალები ობიექტზე დარტყმებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა.